“ოცნება”; “ლელო”; “გახარია” – პირველი სამეული – “გორბის” კვლევა
საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა. კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გორბის ცნობით, გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა; 10,7% – „ძლიერი საქართველო – ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ – აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, […] The post “ოცნება”; “ლელო”; “გახარია” – პირველი სამეული – “გორბის” კვლევა appeared first on .

საზოგადოებრივი აზრის და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა კვლევა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან?
გორბის ცნობით, გამოკითხულთა
56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა;
10,7% – „ძლიერი საქართველო – ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ – აძლევს ხმას;
10% – „გახარია საქართველოსთვის“;
9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;
7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3,2% – „გირჩი“;
1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
1,1 % – სხვა პარტიები.
გორბის ცნობით, საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის). წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში. სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.
The post “ოცნება”; “ლელო”; “გახარია” – პირველი სამეული – “გორბის” კვლევა appeared first on .
What's Your Reaction?






