"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებს მიზანი დაუსახელა
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებს მიზანი დაუსახელა

ალ-ხელაიფიმ პარიზელთა საწვრთნელი ბაზა მოინახულა და შეგირდებთან გამამხნევებელი მიმართვა გააკეთა:
"ჩვენ გველოდებიან. ყველა გუნდი მოინდომებს მოგვიგოს, რადგან ევროპის ჩემპიონები ვართ. ყველაფრის მოგება ჩვენი მიზანი უნდა გახდეს"
– აღნიშნა კლუბის მესვეურმა.
პარიზელები ახალ სეზონს 13 აგვისტოს დაიწყებენ, სადაც სუპერთასზე "ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პსჟ-მ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და "ინტერს" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 სძლია.
What's Your Reaction?






