"პარიზი გრანდი არ არის" - რა თქვა არჩილ არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე

არჩილ არველაძის შეფასება ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ თამაშს

მარ. 14, 2025 - 20:26
 0
"პარიზი გრანდი არ არის" - რა თქვა არჩილ არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდზე
პირველი არხის სპორტულ გადაცემა ტაიმაუტს სტუმრობდა ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, არჩილ არველაძე, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი თამაში და წარმატება შეაფასა.

მინდა, ხვიჩას წარმატება მივულოცო – განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ თამაშში. ალბათ, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არავის უკვირს, ახალ გუნდს ასე კარგად რომ შეეწყო.

პარი სენ-ჟერმენი გრანდი არ არის, მაგრამ ახლა ძალიან მაღალი დონის გუნდი გახდა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სანახაობრივად საუკეთესო ფეხბურთს მადრიდის რეალი, ბარსელონა და პსჟ თამაშობენ. ასეთი თამაშით, ჩემი აზრით, პარიზელები ნახევარფინალში გავლენ და ფინალში თამაშსაც იმსახურებენ.

სასიხარულოა, რომ ხვიჩა ამ გუნდში გადავიდა და მისი მისვლა გუნდსაც დაეტყო. მართალია, დემბელესავით სწრაფი არაა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შეუძლია. ლივერპულთან ორი ისეთი გადაცემა შეასრულა, რომლებიც გოლით უნდა დაგვირგვინებულიყო. ლუის ენრიკეს 4-5 ისეთი თავდამსხმელი ჰყავს, რომლებიც მწვრთნელს როტაციის საშუალებას აძლევს.

- ამბობს არჩილ არველაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow