პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირთან პოლიციის კორდონია განლაგებული

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციის ჯგუფებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. თავდაპირველად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილი, სადაც აქცია სახელწოდებით „ანწუხელიძე უკვდავია“ გამართეს. ამის შემდეგ მათ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. „დიდება გმირებს“, „გაათავისუფლეთ ტყვეები“, „გვახსოვს ცრუ მოწმეები“, „ძირს დიქტატურა“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. […]

აპრ. 12, 2025 - 19:27
 0
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირთან პოლიციის კორდონია განლაგებული

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციის ჯგუფებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
თავდაპირველად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილი, სადაც აქცია სახელწოდებით „ანწუხელიძე უკვდავია“ გამართეს. ამის შემდეგ მათ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.
„დიდება გმირებს“, „გაათავისუფლეთ ტყვეები“, „გვახსოვს ცრუ მოწმეები“, „ძირს დიქტატურა“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow