პერესმა შანსი არ მისცა - რაულმა რეალი დატოვა და შემოთავაზებებს განიხილავს
მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი სიმბოლო, რაული, კლუბს ოფიციალურად დაემშვიდობა. უკანასკნელი წლები ის „კასტილიას“ მთავარი მწვრთნელის...

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ლეგენდარული ფორვარდი იმედოვნებდა, რომ მთავარ გუნდში დააწინაურებდნენ. თუმცა, იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც კლუბი ჩაბი ალონსომ ჩაიბარა, რაულმა დამოუკიდებელი გზის გაგრძელება არჩია.
„ლოს ბლანკოსის“ აკადემიაში რაული 2018 წლიდან მუშაობდა. ამ პერიოდში ის წვრთნიდა რამდენიმე ასაკობრივ გუნდს და მნიშვნელოვანი წარმატებაც მოიპოვა — 2020 წელს მისი ხელმძღვანელობით „რეალმა“ უეფას ახალგაზრდული ლიგის ტიტული მოიგო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაულით სერიოზულად ინტერესდებიან „შალკე 04“, სადაც ის წარმატებულად ასპარეზობდა, ინგლისური „ლიდსი“ და ესპანური „ვილიარეალი“.
What's Your Reaction?






