"ლუის ენრიკეს არ აინტერესებს რას წარმოადგენ, მისთვის მთავარი ესაა" - ტიერი ანრი

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ პსჟ-ს მთავარ მწვრთნელზე ლუის ენრიკეზე ისაუბრა...

აპრ. 13, 2025 - 17:27
 0
"ლუის ენრიკეს არ აინტერესებს რას წარმოადგენ, მისთვის მთავარი ესაა" - ტიერი ანრი
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ პსჟ-ს მთავარ მწვრთნელზე ლუის ენრიკეზე ისაუბრა.

"ლუის ენრიკეს არ აინტერესებს რა მიღწევები გაქვს, რას წარმოადგენ ან რამდენი წლის ხარ - მისთვის მთავარია ვინ ხარ ახლა და რას აკეთებ გუნდისთვის.

წარსულში მას ტოტისთან და დე ხეასთანაც ჰქონდა უთანხმოებები, შეიძლება არასწორიც ყოფილიყო, მაგრამ მუდამ იმას აკეთებს რისი სჯერაც და რა ხედვებიც აქვს
", - განაცხადა ანრიმ.

ცნობისთვის, 54 წლის ენრიკემ პსჟ მოედანზე 100 მატჩში გამოიყვანა, საიდანაც 71 მოიგო, 18 ფრედ ითამაშა და 11 წააგო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow