“პირადად გაბიტაშვილმა წაიკითხოს” – ჟორჟოლიანმა პროკურატურაში კომპიუტერი მიიტანა
ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში კომპიუტერით მივიდა. ჩემთან ჩხრეკაზე რომ იყვნენ, სამი განჩინება ჩაგვაბარეს, ორი აღასრულეს: ეს იყო ჩემი სახლის და პირადი ჩხრეკა, მესამე განჩინება გულისხმობდა, გვეკითხებოდნენ ფონდის შესახებ, თუმცა ფონდის ოფისი და საბუთები, რას წარმოადგენს, ასე არ ვიცი, ფონდი არის გადაცემა. ეს ფონდი 2020 წელს შეიქმნა, რადგან ბენეფიციარები გადაგვერჩინა და მათი ყოფა შეგვემსუბუქებინა. მათ რა აინტერესებთ, […] The post “პირადად გაბიტაშვილმა წაიკითხოს” – ჟორჟოლიანმა პროკურატურაში კომპიუტერი მიიტანა appeared first on .

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში კომპიუტერით მივიდა.
ჩემთან ჩხრეკაზე რომ იყვნენ, სამი განჩინება ჩაგვაბარეს, ორი აღასრულეს: ეს იყო ჩემი სახლის და პირადი ჩხრეკა, მესამე განჩინება გულისხმობდა, გვეკითხებოდნენ ფონდის შესახებ, თუმცა ფონდის ოფისი და საბუთები, რას წარმოადგენს, ასე არ ვიცი, ფონდი არის გადაცემა. ეს ფონდი 2020 წელს შეიქმნა, რადგან ბენეფიციარები გადაგვერჩინა და მათი ყოფა შეგვემსუბუქებინა. მათ რა აინტერესებთ, როგორ განვსაზღვრო. ფონდი გულისხმობს ყველაფერს 2020 წლიდან დღემდე გადაცემებს, რეიტინგებს, ამიტომ მიბიღე გადაწყვეტილება, მთელი ჩემი სამსახურის კომპიუტერი მოვუტანო მათ. თქვენ კარგად იცით, რომ რაც არ უნდა წაშალო კომპიუტერიდან, ყველაფერი აღდგენადია, მე აქ რომ ამომებეჭდა და მათ ეფიქრათ, რომ ეს დოკუმენტაცია არასაკმარისია, არაფერი დასამალი “ნანუკას ფონდს“ არ გააჩნია. ამიტომ, ვჩუქნი მთლიან კომპიუტერს, 2020 წლიდან დღემდე რაც გაგვიკეთებია და მოხარული ვიქნები, თუ ამას პირადად გაბიტაშვილი წაიკითხავს. მერე მაინტერესებს შერცხვება თუ არა, რომ ყადაღა ადევს იმ რესურსს, რომელსაც იგივე რაღაცეების გაკეთება შეუძლია, რაც ამ კომპიუტერში წერია“,- გაანცხადა ჟორჟოლიანმა.
29 აპრილს პროკურატურის თანამშრომლებმა „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
The post “პირადად გაბიტაშვილმა წაიკითხოს” – ჟორჟოლიანმა პროკურატურაში კომპიუტერი მიიტანა appeared first on .
What's Your Reaction?






