სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ წერს – ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეცოპერაცია ქალაქ რუსთავში ჩატარდა. სუს-ის ცნობით, დაკავებული უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. ძებნის დაწყების ინიციატორი ასევე უცხო ქვეყანა იყო. “კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით […] The post სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს appeared first on .

მაი. 2, 2025 - 18:27
 0
სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ წერს – ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეცოპერაცია ქალაქ რუსთავში ჩატარდა.

სუს-ის ცნობით, დაკავებული უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. ძებნის დაწყების ინიციატორი ასევე უცხო ქვეყანა იყო.

“კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს”- წერია განცხადებაში. 

The post სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow