პოლიტიკოს ქალს პოლიციელ ქავთარაძისთვის “გვარის შემარცხვენელის” დაძახებისთვის ასამართლებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით მათთვის პატიმრობის შეფარდებას. პოლიტიკოსსა და ახალგაზრდა აქტივისტს არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, ვახო გომელაურის უწყების პოლიციელი, რომელიც ირწმუნება, […] The post პოლიტიკოს ქალს პოლიციელ ქავთარაძისთვის “გვარის შემარცხვენელის” დაძახებისთვის ასამართლებენ appeared first on .

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით მათთვის პატიმრობის შეფარდებას.
პოლიტიკოსსა და ახალგაზრდა აქტივისტს არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, ვახო გომელაურის უწყების პოლიციელი, რომელიც ირწმუნება, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, სასამართლოში არ მისულა.
ადვოკატები კი სწორედ მისგან ითხოვენ დასაბუთებას, რა იყო მისთვის შეურაცხმყოფელი. ამ დროისვის სურათი შემდეგია – მოსამართლე ნინო ენუქიძე ფიქრობს, დააკმაყოფილოს თუ არა ადვოკატების შუამდგომლობა და დაიკითხოს ოქმის შემდგენი პოლიციელი მირიან ქავთარაძე.
ანა ქავთარაძის თქმით, მას პოლიციის თანამშრომლისთვის შეურაცხყოფა არ მიყენებია. პოლიტიკოსი დღესაც აღნიშნავს, რომ “მირიან ქავთარაძე არის ქავთარაძეების გვარის სირცხვილი, როდესაც ის ხელს არტყამს ქალს”
“არის ჩემთვის ქავთარაძეების გვარის სირცხვილი, როდესაც ჩემი მოგვარე ხელს არტყამს ქალს. ამის გარდა ჩვენს მეგობარს საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე დაზარალებულად არის ცნობილი, პოლიციის შენობაში არის წამების მსხვერპლი ამ საქმეშიც ფიგურირებს მირიან ქავთარაძე, ესეც არის ჩემთვის ჩემი გვარის სირცხვილი,ამიტომ მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მისგან თვლის თუ არა ის ამ მოწოდებას შეურაცხმყოფლად”, – ამბობს ანა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ამავე საქმეზე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებისთვის, მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.
The post პოლიტიკოს ქალს პოლიციელ ქავთარაძისთვის “გვარის შემარცხვენელის” დაძახებისთვის ასამართლებენ appeared first on .
What's Your Reaction?






