“პირადად მე ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს” – ნიკა მელია
პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ – ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია […] The post “პირადად მე ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს” – ნიკა მელია appeared first on .

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ – ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.
ნიკა მელია 9 მაისს ჩატარებულ აქციას ეხმაურება და ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
“მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს, იმავე აქციის სხვა მონაწილეები.
იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მითუმეტეს როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში.
პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება რა და
როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ; ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს.
როდესაც ერთობაზე ვსაუბრობთ – უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში, რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“,- წერს ნიკა მელია.
The post “პირადად მე ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს” – ნიკა მელია appeared first on .
What's Your Reaction?






