“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
სააგენტო "პარალელი" “პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე მწერალმა ნაირა გელაშვილმა “მაუწყებლის” პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიმართ: “მზია ამაღლობელის შემთხვევა არის რაინდული სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა, ქალის მიმართ… ქალმა სილა გამაწნაო და ამაზე კაცი ჩივის… პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?! პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ… ეს არათუ საქართველოს […] “პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
მწერალმა ნაირა გელაშვილმა “მაუწყებლის” პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიმართ:
“მზია ამაღლობელის შემთხვევა არის რაინდული სულის აბსოლუტური განადგურება და მოსპობა, ქალის მიმართ…
ქალმა სილა გამაწნაო და ამაზე კაცი ჩივის…
პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?! პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ… ეს არათუ საქართველოს ტრადიციაში, ამ ფსიქოლოგიაში არის სრულიად ახალი მოვლენა, არამედ მთლიანად კავკასიის.
ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომატიულ მაგალითად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, თუ როგორ ხდება მამაკაცში მამაკაცური საწყისის გაქრობა… რანაირად შეიძლება, დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და ღირსებაშელახულმა რაღაც დასუსტებული ხელი გამოგიქნია, სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა, ამიტომ უნდა ვუჩივლო და 6 წლით ციხეში ჩავსვა…
ვისაც ეს არ ესმის, რა კატასტროფაა მორალური…
სირცხვილის განცდა არ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგნება არის განადგურებული“, – განაცხადა ნაირა გელაშვილმა.
“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე
პარალელი
What's Your Reaction?






