პოგბა ფეხბურთს უბრუნდება - რომელ კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი ფრანგმა?

პოგბა ფეხბურთს უბრუნდება - რომელ კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი ფრანგმა?

ივნ. 23, 2025 - 01:57
 0
პოგბა ფეხბურთს უბრუნდება - რომელ კლუბთან მოაწერა კონტრაქტს ხელი ფრანგმა?
რამდენიმედღიანი აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ, პოლ პოგბა კარიერას საფრანგეთში, "მონაკოს" შემადგენლობაში გააგრძელებს. შეთანხმება უკვე მიღწეულია და 32 წლის ფრანგი ნახევარმცველი უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერს ხელს.

პოგბას კარიერა "იუვენტუსში" მეორედ მოულოდნელად გაჩერდა, როცა 2023 წელს დოპინგსკანდალის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. თუმცა ახლა, რამდენიმე თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ფიფამ მას თამაშის უფლება აღუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ვარსკვლავი მომდევნო სეზონში ჩვეულად ითამაშებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow