"რაც ხვიჩამ გააკეთა, მსგავსი მესისგანაც კი არ მინახავს" - რალფ რანგნიკის აღიარება კვარაცხელიას

"რაც ხვიჩამ გააკეთა, მსგავსი მესისგანაც კი არ მინახავს" - რალფ რანგნიკის აღიარება კვარაცხელიას

ივნ. 23, 2025 - 01:56
 0
"რაც ხვიჩამ გააკეთა, მსგავსი მესისგანაც კი არ მინახავს" - რალფ რანგნიკის აღიარება კვარაცხელიას
ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო სეზონი და პარი სენ-ჟერმენის ტრანსფორმაცია შეაფასა. მისი თქმით, პარიზელთა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფი იმაზე მეტყველებს, რომ გუნდი აღარ არის ინდივიდუალურ ვარსკვლავებზე დამოკიდებული, არამედ სისტემასა და კოლექტიურ ძალაზე აშენდა.

რანგნიკი განსაკუთრებით გამოყოფს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამორჩეული იყო არა მხოლოდ ტექნიკით, არამედ მოტივაციითა და თავდადებით:

"წარმოიდგინეთ, გუნდში აღარ არიან მბაპე, მესი და ნეიმარი – და ამ დროს პსჟ ჩემპიონთა ლიგას იგებს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმბოლო პროგრესისა. გუნდი არამხოლოდ თამაშობდა კარგად, არამედ იდეალურად მუშაობდა როგორც მექანიზმი.

ერთ მომენტში, როცა პსჟ ფინალში 4:0-ს იგებდა და მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, ხვიჩამ 60 მეტრი გაირბინა, რომ ბურთი დაებრუნებინა. ამ ქმედებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ეს ვნება, თავდადება და გუნდურობაა.

ასეთი რაღაც მე არც მესისგან მინახავს, არც ნეიმარისგან და არც მბაპესგან. ეს არის ის, რაც ნამდვილად ცვლის თამაშს – როცა შენ ყველაზე ძლიერ მომენტშიც არ იშურებ ენერგიას საერთო საქმისთვის"


- აღნიშნა რანგნიკმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow