პრეზიდენტის დასტური ადგილზეა - პარიზი დონარუმას გუნდიდან უშვებს
ფრანგულმა L'equipe-მ დაწერა, რომ პარი სენ-ჟერმენი მზადყოფნას აცხადებს გუნდიდან ჯანლუიჯი დონარუმას გაშვებასთან დაკავშირებით

საქმე ისაა, რომ ნასერ ალ ხელაიფიმ იტალიელ მეკარეს ახალი ხელშეკრულება რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა პასუხად ყოველ ჯერზე უარი მიიღო.
როგორც ჩანს, დონარუმას ახალი თავგადასავლების მიღება სურს და გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჯო ყველაზე ახლოს მიუნხენის ბაიერნთანაა.
ამდენად, პსჟ არ აპირებს, რომ კილიან მბაპეს დროს მომხდარი შეცდომა გაიმეოროს და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას.
What's Your Reaction?






