პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ მოუწოდებენ ამაღლობელის გათავისუფლებისკენ
პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „მზია ამაღლობელის წინააღდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს გამართული საბოლოო მოსმენის შემდეგ, კვლავ მოვუწოდებთ ამ ბრალდების მოხსნისა და მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, – აცხადებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI). ???????? #Georgia: Following the final hearing today in the criminal case […]


პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.
„მზია ამაღლობელის წინააღდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დღეს გამართული საბოლოო მოსმენის შემდეგ, კვლავ მოვუწოდებთ ამ ბრალდების მოხსნისა და მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, – აცხადებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI).
???????? #Georgia: Following the final hearing today in the criminal case brought against IPI member @MziaAmaglobeli, the founder and director of @netgazeti and @Batumelebi_ge, we renew our call for this charge to be dismissed and for Mzia’s immediate release. https://t.co/1QhunOZGmS — IPI – The Global Network for Independent Media (@globalfreemedia) August 4, 2025
მსგავსი მოწოდება აქვს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტსაც (CPJ).
„CPJ კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოხსნას ბრალდება და გაათავისუფლოს იგი“, – წერს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი X-ზე.
“Whatever decision you make, I want you to know that I consider myself victorious,” journalist Mzia Amaglobeli said in her final statement today in court. CPJ renews its call for Georgian authorities to drop the charge and release her. #FreeMziahttps://t.co/Rn2bJ8Wwpz — CPJ Europe and Central Asia (@CPJ_Eurasia) August 4, 2025
· რა ხდება?
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.
მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი 6 აგვისტოს, 14 საათზე გამოაცხადებს.
What's Your Reaction?






