პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, რომლებმაც არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს. „გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ,,კანონიერმა ქურდმა“ მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრსა და მხარდამჭერებს დაავალა მოდავე მხარეებთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევები“. „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათი მხარდამჭერების მეშვეობით დაუკავშირდნენ მოდავე მხარეებს და მოაწყვეს „ქურდული გარჩევები“. 2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 2 პირს კი ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, (მათგან 1 პირს დაუსწრებლად), რაც სასჯელის ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვა), რაც სასჯელად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაი. 16, 2025 - 15:57
 0
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, რომლებმაც არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ,,კანონიერმა ქურდმა“ მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრსა და მხარდამჭერებს დაავალა მოდავე მხარეებთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევები“. „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათი მხარდამჭერების მეშვეობით დაუკავშირდნენ მოდავე მხარეებს და მოაწყვეს „ქურდული გარჩევები“.

2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 2 პირს კი ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, (მათგან 1 პირს დაუსწრებლად), რაც სასჯელის ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვა), რაც სასჯელად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow