პსჟ-ს პრეზიდენტმა კლუბის პრესონალს დიდებული საჩუქარი გაუკეთა

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, საფეხბურთო სამყაროში გამოირჩევა არა მხოლოდ წარმატებული მენეჯმენტით...

მაი. 10, 2025 - 13:27
 0
პსჟ-ს პრეზიდენტმა კლუბის პრესონალს დიდებული საჩუქარი გაუკეთა
პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, საფეხბურთო სამყაროში გამოირჩევა არა მხოლოდ წარმატებული მენეჯმენტით, არამედ ადამიანური და გულუხვი დამოკიდებულებით საკუთარი გუნდის მიმართ.

ფრანგული გამოცემა L'Équipe იუწყება, რომ ალ-ხელაიფიმ კლუბის ყველა თანამშრომელი მიუნხენში მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდ საფეხბურთო მატჩზე – ჩემპიონთა ლიგის ფინალზე – პირადად დაპატიჟა. გადამწყვეტ დაპირისპირებაში პსჟ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, კლუბის პრეზიდენტმა თანამშრომლებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მიუთითა, რომ დეტალებს მალე გააცნობს, თუმცა იმედიანად განაცხადა: „ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთად უნდა მივაღწიოთ დიდ მიზანს.

გარდა საფინალო მატჩზე დასწრების შესაძლებლობისა, ალ-ხელაიფი პერსონალს საბონუსე პრემიებიც დაჰპირდა — კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც მისადმი თანამშრომლების ერთგულებასა და მოტივაციას აძლიერებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow