პუტინმა უკრაინასთან 3-დღიანი ზავი გამოაცხადა
პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დათანხმდება ამ გადაწყვეტილებას. „უკრაინული მხარის მიერ ზავის დარღვევის შემთხვევაში […] The post პუტინმა უკრაინასთან 3-დღიანი ზავი გამოაცხადა appeared first on .

პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დათანხმდება ამ გადაწყვეტილებას.
„უკრაინული მხარის მიერ ზავის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს გასცემენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
The post პუტინმა უკრაინასთან 3-დღიანი ზავი გამოაცხადა appeared first on .
What's Your Reaction?






