ჟიულ კუნდეს ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - ფეხბურთელი 3 კვირას იუქმებს
ბარსას ფრანგ მცველზე არც ისე კარგი ამბებია

კუნდემ ტრავმა ყოველგვარი შეჯახების გარეშე მიიღო, რაც, როგორც წესი, შემდგომ მძიმე აღმოჩნდება ხოლმე. სამწუხაროდ, ფრანგმა მცველმა მარცხენა ბარძაყი დაიზიანა და ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელს 3 კვირა გაუცდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჟიულ კუნდე ვერც ინტერთან ითამაშებს განმეორებით შეხვედრას და ვერც ელ კლასიკოში ითამაშებს, რომელიც მის გუნდს შიდა ჩემპიონატში ელის.
ამ ეტაპზე ფლიკს კუნდეს ერთმნიშვნელოვანი შემცვლელი გუნდში არც ჰყავს. სავარაუდოდ, მის ადგილს სამომავლო შეხვედრებში ერიკ გარსია დაიკავებს, რომელიც პოზიციურად ცენტრალური მცველია.
What's Your Reaction?






