კარგი ამბავი გვარდიოლასთვის - ერლინგ ჰოლანდმა ვარჯიშები განაახლა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი, გუშინ გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთო, რაც მისი დაბრუნების პირველი ნაბიჯია...

მაი. 1, 2025 - 17:57
 0
კარგი ამბავი გვარდიოლასთვის - ერლინგ ჰოლანდმა ვარჯიშები განაახლა
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი, გუშინ გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში ჩაერთო, რაც მისი დაბრუნების პირველი ნაბიჯია.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ტრავმა 30 მარტს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ის სრულად მზად სათამაშოდ, ჯერ უცნობია, მისი საწვრთნელ პროცესში ჩართვა პოზიტიური სიმპტომია, რაც პეპ გვარდიოლასთვის კარგი ამბავია.

ცნობისთვის, ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow