ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიას საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებად მივიჩნევთ – დიდი ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ელჩი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები და გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში. “გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს […]

ივლ. 14, 2025 - 13:57
 0
ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიას საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებად მივიჩნევთ – დიდი ბრიტანეთის ელჩი

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვაში ელჩი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები და გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში.
“გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად.
კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის გამო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბევრი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.
ამიტომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან”, – ამბობს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ქართულ ენაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს, 14 ივლისს, გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკის გვერდზე.
11 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადება გაავრცელა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
განცხადებაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას, რასაც უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რაც, მათი განცხადებით, აშკარად ისახავს მიზნად პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 13 ივლისს უპასუხა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“ოცნებამ” მას უწოდა „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და „საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით გაჯერებული“ ტექსტი.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0,04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მერვე თვეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციებია ახალი საპარლამენტო ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციებზე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანი დააკავეს, მათ ნაწილს უკვე მიესაჯა რამდენიმეწლიანი პატიმრობა. ნაწილის საქმეებზე განაჩენი უახლოეს ხანში გამოცხადდება.
ამ ეტაპზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან დაკავებულია “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – და ბადრი ჯაფარიძე; “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები , და ზურაბ ჯაფარიძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ; ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
ისინი დააკავეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა, მიმართონ მას შეწყალების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებენ.
შეწყალებაზე ოპოზიციური პარტიები კატეგორიულ უარს ამბობენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე აზრი კვლავ იყოფა. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანს კვლავ ადასტურებენ “ლელოს” კოალიცია – “ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის”.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow