თბილისში გამოქცეული ჩეჩენი ქალი გაიტაცეს და რუსეთში გადაყვანას უპირებდნენ – უფლებადამცველები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ჩეჩენი ქალი, რომელიც საქართველოში ნათესავებს გამოექცა, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში გადაყვანას უპირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფი „მარემი“ ავრცელებს. „მარემის“ ცნობით, ჩეჩენი ლაურა ავტორხანოვა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თავშესაფარში ცხოვრობდა. მას ნათესავებმა მიაგნეს. 13 ივლისს ქალი თავშესაფართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. „მარემის“ ინფორმაციით, ქალმა მოახერხა, რომ მისი გატაცების შესახებ თავშესაფრის თანამშრომლისთვის ეცნობებინა […]

ივლ. 14, 2025 - 13:57
 0
თბილისში გამოქცეული ჩეჩენი ქალი გაიტაცეს და რუსეთში გადაყვანას უპირებდნენ – უფლებადამცველები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ჩეჩენი ქალი, რომელიც საქართველოში ნათესავებს გამოექცა, თბილისიდან გაიტაცეს და რუსეთში გადაყვანას უპირებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფი „მარემი“ ავრცელებს.
„მარემის“ ცნობით, ჩეჩენი ლაურა ავტორხანოვა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თავშესაფარში ცხოვრობდა. მას ნათესავებმა მიაგნეს. 13 ივლისს ქალი თავშესაფართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
„მარემის“ ინფორმაციით, ქალმა მოახერხა, რომ მისი გატაცების შესახებ თავშესაფრის თანამშრომლისთვის ეცნობებინა და მისი გეოლოკაცია გაეზიარებინა. მათივე ცნობით, ქალის დასახმარებლად მისულ თავშესაფრის თანამშრომელს სცემეს და ქალი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
ამის შემდეგ ლაურა ავტორხანოვა კონტაქტზე გამოვიდა და პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა. „მარემის“ განცხადებით, ქალის ნათესავებს სურდათ, რომ მისთვის პოლიციაში ხელი მოეწერინებინათ განცხადებაზე, თითქოს ნებაყოფლობით ტოვებდა საქართველოს და რუსეთში ბრუნდებოდა თავისი სურვილით, რათა საზღვარზე პრობლემა არ შეჰქმნოდათ.
„დოჟდის“ ცნობით, ღამით პოლიციის განყოფილების მახლობლად, სადაც ავტორხანოვა იმყოფებოდა, მისი მხარდამჭერი ჯგუფი შეიკრიბა. მათივე ცნობით, ამ პერიოდში ლაურა თავად გამოვიდა აივანზე და თქვა, რომ „ყველაფერი კარგადაა“.
„დოჟდის“ თანახმად, პოლიციამ ადამიანის უფლებათა დამცველებს განუცხადა, რომ ქალი უსაფრთხოდ, ადვოკატთან ერთად იყო.
„მარემის“ ცნობით, დილით ქალმა განყოფილება დატოვა და უსაფრთხო ადგილას გაემართა. უცნობია, ამჟამად ზუსტად სად იმყოფებიან ქალი და მისი ნათესავები.
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ჩეჩნეთში ავტორხანოვა ნათესავების მხრიდან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. მათივე ცნობით, გაქცევამდე ავტორხანოვამ ნათესავებს წერილი დაუტოვა, რომელშიც განმარტავდა, რომ ნებაყოფლობით წავიდა და სთხოვდა, რომ არ მოეძებნათ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow