ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ტვ იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია “იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა – საქმე ეხება “ტვ იმედის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჯარო მოხელე, ანა კომლაძე თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს. ანა კომლაძე “პირველებთან” ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მარტს მიიღო, ხოლო “ტვ იმედმა” სოციალურ ქსელში ე.წ. ქარდი წინსწრებით, 5 მარტს გამოაქვეყნა. სწორედ ამ ფაქტზე ყოფილმა საჯარო მოხელემ […] The post ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ტვ იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა appeared first on .

ივნ. 7, 2025 - 16:57
 0
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ტვ იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია “იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა – საქმე ეხება “ტვ იმედის” მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჯარო მოხელე, ანა კომლაძე თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს.

ანა კომლაძე “პირველებთან” ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 14 მარტს მიიღო, ხოლო “ტვ იმედმა” სოციალურ ქსელში ე.წ. ქარდი წინსწრებით, 5 მარტს გამოაქვეყნა. სწორედ ამ ფაქტზე ყოფილმა საჯარო მოხელემ “ტვ პირველს” ქარტიაში უჩივლა.

ანა კომლაძის თქმით, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ქარტიამ ფაქტის განზრახ დამახინჯება, ინფორმაციის უზუსტობა და დისკრიმინაცია გამოავლინა.

“ტელეკომპანია “იმედმა” თავის ვებგვერდზე წინსწრებით გამოაქვეყნა ინფორმაცია და აუწყა თავის მაყურებელს, რომ მე, ანა კომლაძე, “რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი და აქციების მონაწილე” გამათავისუფლეს მერიიდან. ეს მოხდა 5 მარტს, როდესაც მე ჯერ კიდევ ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ კიდევ არ მქონდა მიღებული. გათავისუფლების შესახებ ბრძანება მივიღე 14 მარტს. ქარტიამ დაადგინა ინფორმაციის უზუსტობა, დისკრიმინაცია და ფაქტის განზრახ დამახინჯება”. – განაცხადა ანა კომლაძემ. 

The post ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ “ტვ იმედის” მიერ ჟურნალისტური პრინციპების დარღვევა დაადგინა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow