რა არის გასაკეთებელი? – ელენე ხოშტარიას 5–პუნქტიანი გეგმა

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია: თანამედროვე ავტოკრატიების იარაღი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ინფორმაციის მასობრივი საშუალებების იარაღით ყალბი რეალობების შექმნა და ადამიანების ტვინებზე ზემოქმედება. ეხლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან. რეალობა კი ასეთია: 1. რეჟიმს არავინ აღიარებს არც გარეთ, არც შიგნით. როცა არ გაღიარებენ გიჭირს არსებობა. ეს მუდმივი მოცემულობა არაა, […] The post რა არის გასაკეთებელი? – ელენე ხოშტარიას 5–პუნქტიანი გეგმა appeared first on .

ივნ. 26, 2025 - 15:27
 0
რა არის გასაკეთებელი? – ელენე ხოშტარიას 5–პუნქტიანი გეგმა

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია:

თანამედროვე ავტოკრატიების იარაღი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ინფორმაციის მასობრივი საშუალებების იარაღით ყალბი რეალობების შექმნა და ადამიანების ტვინებზე ზემოქმედება.
ეხლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან.
რეალობა კი ასეთია:
1. რეჟიმს არავინ აღიარებს არც გარეთ, არც შიგნით. როცა არ გაღიარებენ გიჭირს არსებობა. ეს მუდმივი მოცემულობა არაა, შესანარჩუნებელია
2. შიგნით ქოცებში მიდის დაჭმა ერთმანეთის. ეს მათი წაგების ნიშანია? – ჯერ არა. სისუსტის? კი
3. საქართველოს აღმოაჩნდა გაუტეხელი საზოგადოება და გაუტეხელი პოლიტიკური სპეკტრი. ეს მოგების გარანტიაა? არა. მოგების შანსს იძლევა? კი. მთავარია როგორ გამოიყენებ
4. უმრავლესობა ვართ? კი. ეს მოგების გარანტიაა? თუ დაქსაქსულები ვიქნებით არა! თუ ერთად? დიდი შანსია
რა არის გასაკეთებელი?
ერთიანობა, ოღონდ ბრძოლის სტრატეგიის გარშემო:
ბრძოლის სტრატეგია:
1. ნულოვანი თანამშრომლობა რუსებთან, ანუ ოცნებასთან
2. ადგილობრივი ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია – ეს დაამთავრებს მათი აღიარების ილუზიას, მიმართულებას მისცემს პროტესტს
3. საერთო სახალხო პროტესტის ახალი ფაზა – დარჩენილი პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთად დგომით (აქ მაქვს კონკრეტული იდეები, აქ არ დავწერ)
4. ქვეყნის გარეთ ოპოზიციის ერთობის ლეგიტიმაციის მიღწევა
5. სანქციები
მალე უნდა გავაკეთოთ დიდი აქცია, ყველა ერთად დავდგეთ და ბრძოლის სტრატეგია ვთქვათ.
ეს არის ჩემი ამოცანები ამ დღეებში და ეს არის ჩემი განწყობა ამ ფაზაში.

The post რა არის გასაკეთებელი? – ელენე ხოშტარიას 5–პუნქტიანი გეგმა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow