რა ცვლილებები შედის ჩანაცვლებითი თერაპიის – ე.წ. მეტადონის პროგრამის განხორციელებაში?

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სრუ­ლად ავ­კრძა­ლოთ ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბას, არა­მედ მის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­გა­ლუ­რად მი­წო­დე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. “რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, […] The post რა ცვლილებები შედის ჩანაცვლებითი თერაპიის – ე.წ. მეტადონის პროგრამის განხორციელებაში? appeared first on .

ივნ. 26, 2025 - 11:27
 0
რა ცვლილებები შედის ჩანაცვლებითი თერაპიის – ე.წ. მეტადონის პროგრამის განხორციელებაში?

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სრუ­ლად ავ­კრძა­ლოთ ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბას, არა­მედ მის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­გა­ლუ­რად მი­წო­დე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

“რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩა­ნაც­ვლე­ბით თე­რა­პი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა “მე­ტა­დო­ნი“ და “ბუპ­რე­ნორ­ფი­ნი“. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბას, არა­მედ მის­თვის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლე­გა­ლუ­რად მი­წო­დე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც კერ­ძო კომ­პა­ნი­ას აქვს პირ­და­პი­რი კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი პრე­პა­რა­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ფარ­თო­ე­ბის მი­მართ, ბუ­ნებ­რი­ვია, მას აქვს ძლი­ე­რი ცდუ­ნე­ბა, არა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბა­ზე, არა­მედ პრე­პა­რა­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა სრუ­ლად უნდა აღიკ­ვე­თოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სრუ­ლად ავ­კრძა­ლოთ ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კერ­ძო სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ“, – გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღოს სა­ხელ­მწი­ფომ, რო­მე­ლიც თა­ვი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

“გამ­კაცრ­დე­ბა კონ­ტრო­ლი ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. მკაც­რად იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რომ თი­თო­ე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრაფ გან­კურ­ნე­ბას მო­ემ­სა­ხუ­როს და არ მოხ­დეს მისი ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა ე.წ. ლე­გა­ლუ­რი ნარ­კო­მა­ნი­ის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად. ასე­ვე, დღეს ვთხო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, უზ­რუნ­ველ­ყოს ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­დებ­ში გა­ტა­ნა მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი სივ­რცე­ე­ბი­დან. დღეს ამ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ სივ­რცე­ებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ფუძ­ვლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

The post რა ცვლილებები შედის ჩანაცვლებითი თერაპიის – ე.წ. მეტადონის პროგრამის განხორციელებაში? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow