რას გეგმავს “ოცნება”? – “ეს ფაქტობრივად განიარაღებაა” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:   ეს ფბ პოსტების გამო სასამართლოში დაბარება ახალი საფეხურია. საქმე სიტყვის თავისუფლებას არ ეხება, რეჟიმის სურვილი უფრო სახიფათოა, ვიდრე გამოხატვის არაპროპორციული შეზღუდვა (რაც თავისთავად დიდი პრობლემაა). სამიზნე სხვა რამეა. უკმაყოფილების გამოთქმა უნდა გახდეს შეუძლებელი. შიში უნდა დათესონ. ვერ უნდა თქვა ის რაც გაწუხებს, ხოლო ისინი ვინც ამას მაინც გაბედავენ სამაგალითოდ დაისჯებიან. პირველ […] The post რას გეგმავს “ოცნება”? – “ეს ფაქტობრივად განიარაღებაა” – ვახუშტი მენაბდე appeared first on .

ივნ. 12, 2025 - 04:57
 0
რას გეგმავს “ოცნება”? – “ეს ფაქტობრივად განიარაღებაა” – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

 

ეს ფბ პოსტების გამო სასამართლოში დაბარება ახალი საფეხურია. საქმე სიტყვის თავისუფლებას არ ეხება, რეჟიმის სურვილი უფრო სახიფათოა, ვიდრე გამოხატვის არაპროპორციული შეზღუდვა (რაც თავისთავად დიდი პრობლემაა). სამიზნე სხვა რამეა. უკმაყოფილების გამოთქმა უნდა გახდეს შეუძლებელი. შიში უნდა დათესონ. ვერ უნდა თქვა ის რაც გაწუხებს, ხოლო ისინი ვინც ამას მაინც გაბედავენ სამაგალითოდ დაისჯებიან.

პირველ ეტაპზე: თუ უკმაყოფილება არ გამოითქმება, ის ვერც გავრცელდება და რაც უფრო მთავარია, ვერ პოლიტიზირდება (პოლიტიკურ კალაპოტში ვერ მოექცევა, ადრესატს ვერ მოძებნის, ცვლილებად ვერ იქცევა).

მეორე ეტაპზე: უკმაყოფილება გაქრება. რადგან თუ უკმაყოფილება არ გამოითქმება, ის არც არსებობს, უფრო სწორად ის პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ ახდენს.

ეს ფაქტობრივად განიარაღებაა.

The post რას გეგმავს “ოცნება”? – “ეს ფაქტობრივად განიარაღებაა” – ვახუშტი მენაბდე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow