"რას ვიზამდით, ამიტომ გავყიდეთ კვარაცხელია" - ნაპოლის დირექტორი

ჯოვანი მანას კომენტარი ხვიჩას პსჟ-ში გაშვებაზე

აპრ. 7, 2025 - 19:57
 0
"რას ვიზამდით, ამიტომ გავყიდეთ კვარაცხელია" - ნაპოლის დირექტორი
Football Italia-ს გვერდებზე ვრცელდება ნაპოლის სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას კომენტარი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში გაყიდვაზე საუბრობს.

მანას თქმით, გადაწყვეტილება სწორი იყო და კლუბს სხვა არჩევანი ფეხბურთელმა თავად არ დაუტოვა.

ხვიჩა კვარაცხელია აშკარად და პირდაპირ ითხოვდა კლუბიდან გაშვებას, არადა ჩვენ ახალი და რთული კონტრაქტის შეთავაზებაზე ვმუშაობდით. ცხადია, მისი სახელფასო მოთხოვნები ჩვენს პირობებს არ ერგებოდა. ამდენად, რას ვიზამდით, სწორედ ამიტომ გავყიდეთ კვარაცხელია.

მნიშვნელოვანი ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, ამაზე არ ვღელავთ და მშვიდად ვართ.

- ამბობს ჯოვანი მანა.

ცნობისთვის, ნაპოლიმ სერია A-ში პირველობა დაკარგა და ინტერს ახლა 4 ქულით ჩამორჩება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow