რას ჰყვება დედა, რომელსაც საქართველოში უთხრეს, რომ მის 8 წლის შვილს ავთვისებიანი წანაზარდები ჰქონდა თურქეთში კი უთხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია
ლიკა მეგუთნიშვილი, ჰყვება, რომ მის 8 წლის შვილს საქართველოში ექიმებმა ფარისებრ ჯირკვალთან რამდენიმე პათოლოგიური წანაზარდის დიაგნოზი დაუსვეს და ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის ავთვისებიანი სიმსივნე ყოფილიყო. თუმცა, თურქეთის კლინიკაში გადამოწმებისას, აღმოჩნდა რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.“ხელში მიჭირავს ყველა ის კვლევა, რაც ჩავიტარეთ საქართველოში და მითხრეს ალექსანდრაზე, რომ ფარისებრთან ახლოს ჰქონდა რამდენიმე წარმონაქმნი. რომელიც შეიძლება ყოფილიყო კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გადავამოწმეთ თურქეთში. არანაირი წარმონაქმნი, არანაირი პრობლემა, არაფერი არ აქვს ჩემს შვილს.რატომ დავიწყე გამოკვლევების ჩატარება? ამის მიზეზი არის ის, რომ დაეწყო ოფლიანობა. ალექსანდრა არის 8 წლისა და 6 თვის დაახლოებით. მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო ნორმალური. თურმე ამ ასაკში ბავშვებს დაწყებული აქვთ მომწიფების პერიოდი და ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური", - აცხადებს მეგუთნიშვილი და დიაგნოზს დეტალურად აცნობს საზოგადოებას, სადაც აღწერილია წარმონაქმნები.მისი თქმით, ექოსკოპიის გადაღების შემდეგ ექიმმა ის კონკრეტულ ენდოკრინოლოგთან გადაამისამართა.“ოთახში ვისხედით ბავშვთან ერთად და ენდოკრინოლოგი მეუბნება ასეთ რაღაცას: შეიძლება, 90-95% შეიძლება ეს იყოს კეთილთვისებიანი, მაგრამ დანარჩენი პროცენტი ავთვისებიანი... მომენტალურად გავხდი ცუდად. ეს იყო წარმოუდგენელი რამ ჩემთვის. დავდექი საშინელი ფაქტის წინაშე. ბავშვმა დაინახა ტირილი რომ დავიწყე და მას შემდეგ ყოველ დღე თვალებში მიყურებდა, - დე, თვალი სველი გაქვს?დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩავიტარეთ ძალიან ბევრი ანალიზი...“ - ვიდეოში მშობელი ჰყვება, რომ მათ გადაწყვიტეს ანალიზები კიდევ სხვა ექიმთან გადაემოწმებინათ. თუმცა, დიაგნოზი უცვლელი დარჩა. პაციენტის ოჯახს ახლა უთხრეს, რომ ფარისებრ ჯირკვალთან არსებობდა ჯამში 4 წარმონაქმნი, რომელიც საშიში იყო."უკვე გადავწყვიტეთ, რომ მივდივართ თურქეთში. ექიმს ვეუბნები, რომ მივფრინავდით თურქეთში გადასამოწმებლად და ამ დროს მიკარგავს ყველანაირ იმედს. მეუბნება ასეთ რაღაცას: თურქეთში წასულან ჩემგან პაციენტები, ვერ დაუსვიათ დიაგნოზი. იგივე პაციენტი წასულა ისრაელში და იგივე დიაგნოზი უთქვამთ რაც მე.ჩავედით თურქეთში, კლინიკაში. ბოლოს კი ყველაფერი დასრულდა იმით, რომ თვითონ ფარისებრი ჯირკვალი იყო ოდნავ ზომაში გადიდებული. ეს არ იყო არანაირი პათოლოგია, ეს იყო ვირუსის ფონზე", - ამბობს ლიკა მეგუთნიშვილი.

“ხელში მიჭირავს ყველა ის კვლევა, რაც ჩავიტარეთ საქართველოში და მითხრეს ალექსანდრაზე, რომ ფარისებრთან ახლოს ჰქონდა რამდენიმე წარმონაქმნი. რომელიც შეიძლება ყოფილიყო კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გადავამოწმეთ თურქეთში. არანაირი წარმონაქმნი, არანაირი პრობლემა, არაფერი არ აქვს ჩემს შვილს.
რატომ დავიწყე გამოკვლევების ჩატარება? ამის მიზეზი არის ის, რომ დაეწყო ოფლიანობა. ალექსანდრა არის 8 წლისა და 6 თვის დაახლოებით. მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო ნორმალური. თურმე ამ ასაკში ბავშვებს დაწყებული აქვთ მომწიფების პერიოდი და ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური", - აცხადებს მეგუთნიშვილი და დიაგნოზს დეტალურად აცნობს საზოგადოებას, სადაც აღწერილია წარმონაქმნები.
მისი თქმით, ექოსკოპიის გადაღების შემდეგ ექიმმა ის კონკრეტულ ენდოკრინოლოგთან გადაამისამართა.
“ოთახში ვისხედით ბავშვთან ერთად და ენდოკრინოლოგი მეუბნება ასეთ რაღაცას: შეიძლება, 90-95% შეიძლება ეს იყოს კეთილთვისებიანი, მაგრამ დანარჩენი პროცენტი ავთვისებიანი... მომენტალურად გავხდი ცუდად. ეს იყო წარმოუდგენელი რამ ჩემთვის. დავდექი საშინელი ფაქტის წინაშე. ბავშვმა დაინახა ტირილი რომ დავიწყე და მას შემდეგ ყოველ დღე თვალებში მიყურებდა, - დე, თვალი სველი გაქვს?
დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩავიტარეთ ძალიან ბევრი ანალიზი...“ - ვიდეოში მშობელი ჰყვება, რომ მათ გადაწყვიტეს ანალიზები კიდევ სხვა ექიმთან გადაემოწმებინათ. თუმცა, დიაგნოზი უცვლელი დარჩა. პაციენტის ოჯახს ახლა უთხრეს, რომ ფარისებრ ჯირკვალთან არსებობდა ჯამში 4 წარმონაქმნი, რომელიც საშიში იყო.
"უკვე გადავწყვიტეთ, რომ მივდივართ თურქეთში. ექიმს ვეუბნები, რომ მივფრინავდით თურქეთში გადასამოწმებლად და ამ დროს მიკარგავს ყველანაირ იმედს. მეუბნება ასეთ რაღაცას: თურქეთში წასულან ჩემგან პაციენტები, ვერ დაუსვიათ დიაგნოზი. იგივე პაციენტი წასულა ისრაელში და იგივე დიაგნოზი უთქვამთ რაც მე.
ჩავედით თურქეთში, კლინიკაში. ბოლოს კი ყველაფერი დასრულდა იმით, რომ თვითონ ფარისებრი ჯირკვალი იყო ოდნავ ზომაში გადიდებული. ეს არ იყო არანაირი პათოლოგია, ეს იყო ვირუსის ფონზე", - ამბობს ლიკა მეგუთნიშვილი.
What's Your Reaction?






