"რატომ დავრჩი ნაპოლიში? ამის მიზეზი ლაურენტისია" - კონტე კლუბში დარჩენის მიზეზს ხსნის
"რატომ დავრჩი ნაპოლიში? ამის მიზეზი ლაურენტისია" - კონტე კლუბში დარჩენაზე ხსნის

სეზონის დასრულების შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.
კლუბისა და სპეციალისტის ურთიერთობაში გარკვეული გაუგებრობებიც იკვეთებოდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ვარაუდს. თუმცა, მოვლენებმა საპირისპირო მიმართულება მიიღო.
რამდენიმე დღის წინ კონტესა და "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
როგორც ირკვევა, საუბარი საკმაოდ კონსტრუქციული და შინაარსიანი აღმოჩნდა. მხარეებმა არა მხოლოდ წარსულში დაშვებულ შეცდომებზე იმსჯელეს, არამედ მომავალი თანამშრომლობის გზები დაგეგმეს. სწორედ ამ დიალოგის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ კონტე კლუბში რჩება.
"რატომ დავრჩი ნაპოლიში? მიზეზი მარტივია — ჩემს ოჯახს ნეაპოლში ცხოვრება ძალიან მოსწონს და აქ ბედნიერები არიან. ჩემთვის ოჯახური კომფორტი და სტაბილურობა ყოველთვის პრიორიტეტია" – აღნიშნა კონტემ.
მისივე თქმით, დე ლაურენტისთან დიალოგი პროდუქტიული გამოდგა და მათ შორის ბევრი საკითხი დაისვა. "ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ. ისიც მიხვდა, სად ჰქონდა შეცდომები. გვესმის, რომ გუნდს განვითარება სჭირდება და ამ პროცესს ერთად უნდა ვმართავდეთ" – დაამატა იტალიელმა სპეციალისტმა.
What's Your Reaction?






