რეალის ფეხბურთელებმა ბარსელონას ნახევარფინალს ერთად უყურეს

რეალი კლასიკოსთვის სერიოზულად ემზადება

მაი. 8, 2025 - 00:27
 0
რეალის ფეხბურთელებმა ბარსელონას ნახევარფინალს ერთად უყურეს
როგორც ესპანური Marca იტყობინება, გუშინ მადრიდის რეალის ზოგიერთმა ფეხბურთელმა ბარსელონას ჩემპიონთალიგურ ნახევარფინალს ერთად უყურა.

გამოცემა წერს, რომ მადრიდული კლუბის ფეხბურთელები კლასიკოსთვის სერიოზულად ემზადებიან და მეტოქის თამაშის შესწავლა ძირფესვიანად სურთ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში ბარსელონა რეალს 4 ქულით უსწრებს და თუ მადრიდელები მოიგებენ დაპირისპირებას, მაშინ ესპანეთის ლიგის მიმდინარე სეზონში ინტრიგა აქტიურად შენარჩუნდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow