რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა და წყლის ატრაქციონი – წალკაში ახალი გასართობი პარკი იხსნება

წელს, 2025 წლის ივნისში, წალკაში, KASS LAND-ის სასტუმროს ტერიტორიაზე, სრულიად ახალი გასართობი პარკი გაიხსნება, რომელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მთავარ ატრაქციად უნდა ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ კომპანიის KASS LAND გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა. როგორც კომპანიაში ამბობენ, პარკის მთავარი ღირსება რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა იქნება, რომელიც საერთაშორისო, კერძოდ, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება […]

მაი. 29, 2025 - 19:57
 0
რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა და წყლის ატრაქციონი – წალკაში ახალი გასართობი პარკი იხსნება

წელს, 2025 წლის ივნისში, ში, KASS LAND-ის სასტუმროს ტერიტორიაზე, სრულიად ახალი გასართობი პარკი გაიხსნება, რომელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მთავარ ატრაქციად უნდა ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ კომპანიის KASS LAND გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, პარკის მთავარი ღირსება რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა იქნება, რომელიც საერთაშორისო, კერძოდ, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და გათვლილია როგორც მოყვარულ, ასევე პროფესიონალ მრბოლელებზე – მათ შორის, ბავშვებსა და მოზარდებზე.
გარდა კარტინგისა, პარკის ერთ-ერთი მთავარი სიახლე 30-მეტრიანი წყლის ატრაქციონი იქნება, სადაც სტუმრებს ნავით სრიალი შეეძლებათ. მსგავსი ზომის და კონცეფციის ატრაქციონი აქამდე საქართველოში არ არსებობდა.
“პარკის მთავარი სიახლე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა იქნება, რომელიც სპეციალურად შეიქმნა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. მსგავსი ტრასა რეგიონში ჯერ არ ყოფილა — იგი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და განკუთვნილია პროფესიონალებისა და დამწყებისთვისაც”, – თქვა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
პროექტის მთავარი ინვესტორია Kass Group – ებრაული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროექტებით. პარკის მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
ეკატერინე თორდიას თქმით, პარკის კონცეფცია ისეა შედგენილი, რომ მასში ყოველდღიურად მაღალი რაოდენობის ვიზიტორს ელოდებიან.
„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულ გასართობ პარკებში -სა და ევროპაში დღიურად 1,000-დან 2,500-მდე ადამიანი შედის. ჩვენი პარკის შემთხვევაში, მისი უნიკალური კონცეფციიდან გამომდინარე, მოლოდინი გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით ზაფხულში და შაბათ-კვირის დღეებში“, – აცხადებს თორდია.
მისივე ცნობით, პარკი მოიცავს ფართო ტერიტორიას და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების აქტიურ ჩართულობას. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი სტიმულს მისცემს ადგილობრივ ეკონომიკას და წალკის რეგიონს გაააქტიურებს ტურისტული თვალსაზრისით.
რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, თუ რა თანხები დაიხარჯა ატრაქციის მოსაწყობად და რა ეღირება გასართობი სივრცით სარგებლობა, ისინი ჯერჯერობით დაზუსტების პროცესშია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow