რეიტინგში წინსვლაა - რომელ ადგილზე გადაინაცვლა კვარაცხელიამ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?
რეიტინგში წინსვლაა - რომელ ადგილზე გადაინაცვლა კვარაცხელიამ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში?

პარიზელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც ფინალში გოლის გატანა მოახერხა და პირველი ქართველი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის ავტორი გახდა. ეს ისტორიული მიღწევა არა მხოლოდ მის კარიერაში, არამედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა.
ხვიჩას გოლთან ერთად, მატჩში გამორჩეული იყო "პსჟ-ს" კიდევ რამდენიმე ლიდერი, თუმცა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ კვლავ უსმან დემბელე დასახელდა, რომელმაც ფინალშიც თავი გამოიჩინა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განახლდა "ოქროს ბურთის" დროებითი რეიტინგი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც მისთვის კარიერული მაქსიმუმია. რეიტინგს კი ისევ უსმან დემბელე ლიდერობს, რომელმაც პსჟ-ს მაისურით გამორჩეული სეზონი ჩაატარა.

What's Your Reaction?






