რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა სურს: ,,ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, […] The post რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია – სალომე ზურაბიშვილი appeared first on .

აპრ. 23, 2025 - 15:27
 0
რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა სურს:

,,ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.

ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს. ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია”

The post რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია – სალომე ზურაბიშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow