„რეფინანსირების განაკვეთი 1% უნდა იყოს“ — ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის „მოთვინიერებას“ ცდილობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ჯერომ პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტი ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს. წერილში, ტრამპი FED-ის თავმჯდომარეს კვლავ „ნელს“ უწოდებს. „როგორც ყოველთვის, აგვიანებთ. აშშ თქვენს გამო კარგავს მთელ ქონებას. რეფინანსირების განაკვეთი უნდა შეამციროთ! მნიშვნელოვნად! მილიარდობით დოლარს ვკარგავთ“, – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა წერილში, რომელიც მან პირადად გაუგზავნა პაუელს, იტყობინება […]

ივლ. 3, 2025 - 00:57
 0
„რეფინანსირების განაკვეთი 1% უნდა იყოს“ — ტრამპი ფედერალური სარეზერვო სისტემის „მოთვინიერებას“ ცდილობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ჯერომ პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტი ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს.
წერილში, ტრამპი FED-ის თავმჯდომარეს კვლავ „ნელს“ უწოდებს.
„როგორც ყოველთვის, აგვიანებთ. აშშ თქვენს გამო კარგავს მთელ ქონებას. რეფინანსირების განაკვეთი უნდა შეამციროთ! მნიშვნელოვნად! მილიარდობით დოლარს ვკარგავთ“, – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა წერილში, რომელიც მან პირადად გაუგზავნა პაუელს, იტყობინება ტრამპის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს, ნაცვლად ახლა არსებული 4.25-4.5%-ის შუალედისა, რასაც პრეზიდენტი შემცირებული ინფლაციით ხსნის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow