“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

სააგენტო "პარალელი" “რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რიყის დოქებთან mimarTebaSi მიღებულ და მოსალოდნელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით: ,,ა რ ა   ნ გ რ ე ვ ა ს! რუსი ოკუპანტები არსებული რეჟიმის ხელით ცდილობს წაშალოს ყველა წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელებულა. თუნდაც შუა საუკუნეებიდან. ამის მაგალითიც სწორედაც გახლავთ ის რაც ხდება გელათსა და მცხეთაში. ასეთი […] “რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია ნინი ხიჯაკაძე

ივნ. 11, 2025 - 23:27
 0
“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

სააგენტო "პარალელი"
“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რიყის დოქებთან mimarTebaSi მიღებულ და მოსალოდნელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით:

,,ა რ ა   ნ გ რ ე ვ ა ს!

რუსი ოკუპანტები არსებული რეჟიმის ხელით ცდილობს წაშალოს ყველა წარმატებული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელებულა. თუნდაც შუა საუკუნეებიდან. ამის მაგალითიც სწორედაც გახლავთ ის რაც ხდება გელათსა და მცხეთაში.

ასეთი ნგრევის იდეით მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ უნდა გაეუქმებინათ ქუთაისი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, გაეუქმებინათ ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმში, ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი, მშვიდობის ხიდი თბილისში….. ყველას არ ჩამოვთვლი, რადგანაც ამ ნგრევებზე მათ ხელი არ აუღიათ. თუმცა ქართული საზოგადოების ერთიანობამ გადაარჩინა ნაწილი ამ ძეგლების.

ამჯერად, როდესაც ხელისუფლება ხედავს, რომ მას დიდი დრო არ დარჩენია , რუსული დავალებების შესრულებას უფრო სწრაფი ტემპით დაეწაფა, რადგანაც მათ მხოლოდ რუსეთთან ერთად შეუძლიათ იყვნენ ხელისუფლებაში…

ამ ბოლო დროს მათ ნიშანში აიღეს ისევ რიყის პარკი და სურთ დაანგრიონ იქ არსებული საკონცერტო დარბაზები, ე. წ. დოქები!!!

ვფიქრობ, უნდა ჩამოვაყალიბოთ რიყის პარკის დაცვის საზოგადოება და არ მივცეთ რუსებს და მის მონებს საშუალება დაანგრიონ ის, რაც ჩვენს ნაციონალურ და ევროპულ იდენტობას გამოხატავს!!!

P.S. იქნებ გაიხსენოთ ქოცების შეტევა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ეს შენობა დღეისთვის თავის პოლიტიკურ დატვირთვას ვერ ასრულებს, ასევე გვახსოვს ყველას წულუკიანი, რომ ითხოვდა იუსტიციის სახლის გაჩერებას. მიტოვებულია ასევე პარლამენტის შენობა ქუთაისში…

რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს…”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“რიყის პარკის ნგრევა კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს ხელისუფლების რუსულ სახეს” – ბეჟან ჯავახია
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow