“როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ” – არჩილ გამზარდია
სააგენტო "პარალელი" “როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ” – არჩილ გამზარდია ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კონკრეტულ ემოციურ ფაქტებს იხსენებს და ხელისუფლებას, სამართალდამცავ სისტემას მძიმე შეფასებებით მიმართავს: “დამნაშავე რომ დამნაშავეა, იმის ციხეში ყოფნას განვიცდი, სრულიად უმიზეზოდ რომ ადამიან(ებ)ს ციხეში უშვებენ, რანაირად ახერხებთ რომ არ განიცადოთ, მასწავლეთ როგორ ხდება სულის ეს ატროფია, რომ იქნებ გავიმარტივო ცხოვრება. გადაცემა რომ მქონდა, უვადო პატიმრეზის თემას დავუთმე რამდენჯერმე საუბარი, ციხიდან დამირეკეს მადლობის […] “როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ” – არჩილ გამზარდია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ” – არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კონკრეტულ ემოციურ ფაქტებს იხსენებს და ხელისუფლებას, სამართალდამცავ სისტემას მძიმე შეფასებებით მიმართავს:
“დამნაშავე რომ დამნაშავეა, იმის ციხეში ყოფნას განვიცდი, სრულიად უმიზეზოდ რომ ადამიან(ებ)ს ციხეში უშვებენ, რანაირად ახერხებთ რომ არ განიცადოთ, მასწავლეთ როგორ ხდება სულის ეს ატროფია, რომ იქნებ გავიმარტივო ცხოვრება.
გადაცემა რომ მქონდა, უვადო პატიმრეზის თემას დავუთმე რამდენჯერმე საუბარი, ციხიდან დამირეკეს მადლობის სათქმელად, მაშინ როცა ზარის უფლება იშვიათი ჰქონდათ, ღამით ვერ დავიძინე ამ ადამიანებზე ნერვიულობისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჰო, დამნაშავეები მირეკავდნენ, ვინ იცის როგორი დამნაშავეები.
წლების წინ არასრულწლოვანთა კოლონიაში სემინარ-ტრენინგებს ვუტარებდი პატიმრებს, რამდენი დრო დამჭირდა იმ განცდების და ნერვიულობის მოსაშუშებლად, რაც მქონდა ამ ბიჭების დარდით, მხოლოდ ჩემმა ოჯახმა იცის.
და… როცა ხედავთ ამდენი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდები როგორ აქციეს პატიმრებად, როცა თუნდაც სასჯელად ბევრი სხვა მექანიზმი შეიძლებოდა, ან სრული სისულელის გამო, ქალმა რომ პოლიციელს ვითომ ტკივილი მიაყენა წამორტყმით, ან ვინმე რაღაც სხდომაზე რომ არ გამოცხადდა და ციხეში გაუშვეს, მართლა როგორ ახერხებთ ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ან ის ხალხი ვინც მოიწონა, ამით სიამოვნების მიღებას, როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ, მასწავლეთ, მასწავლეთ, იქნებ ასე უფრო ადვილია ცხოვრება“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
“როგორ მოახერხეთ რომ შუბლს ძარღვი ააცალეთ, გული ძრავად აქციეთ და სული ჩამოიკონკეთ” – არჩილ გამზარდია
პარალელი
What's Your Reaction?






