“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სააგენტო "პარალელი" “როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატურაზე კახა კალაძის წარდგენასთან დაკავშირებით თავის მოლოდინებზე საუბრობს და მმართველი პარტიის შიგნით დაპირისპირებაზე მიანიშნებს: “როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი (ოცნების დეპუტატების განცხადებებს ეს „კოჭებში“ ეტყობა). დაპირისპირება ოცნების შიგნით, კლანებს შორის, ღრმავდება. ვიცი, კალაძის ჩამოშორება არ არის საზოგადოებრივი პროტესტის პირდაპირი შედეგი, მაგრამ ის კი […] “როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი პარალელი

ივლ. 28, 2025 - 22:57
 0
“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატურაზე კახა კალაძის წარდგენასთან დაკავშირებით თავის მოლოდინებზე საუბრობს და მმართველი პარტიის შიგნით დაპირისპირებაზე მიანიშნებს:

როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი (ოცნების დეპუტატების განცხადებებს ეს „კოჭებში“ ეტყობა). დაპირისპირება ოცნების შიგნით, კლანებს შორის, ღრმავდება.

ვიცი, კალაძის ჩამოშორება არ არის საზოგადოებრივი პროტესტის პირდაპირი შედეგი, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქ/ოცნების პოლიტიკურ სხეულზე ნებისმიერი ეროზია პროტესტს ამაგრებს.

ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ შიდა გააფთრებული დაპირისპირება ხელისუფლებას ასუსტებს. და ასუსტებს, პირველ რიგში, ელექტორალურად: ქართულ ოცნებას მხარდამჭერები აკლდება, რადგან მათი ნაწილი უკვე შერისხული ძველი ეშელონის (მათ რიგებს, როგორც ჩანს, კალაძეც მიემატება) გულშემატკივარია; მეორე მხრივ, ახალი ამომრჩეველი, საკადრო გადაადგილებების გამო, ქ/ოცნებას არ მიემატება, რადგან ვინც აქამდე არ უჭერდა მხარს ამ ხელისუფლებას, მისთვის ცხადზე ცხადია: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow