ჰეპატიტის მსოფლიო დღე

28  ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით მედიცინის წარმომადგენლებმა  C ჰეპატიტის ელიმინაციის  და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.   სპეციალისტებმა ინფორმაცია გაცვალეს ჰეპატიტის გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენასა და  ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებაზე. სამუშაო შეხვედრა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შედგა. როგორც აღინიშნა ელიმინაციის პროგრამის წარმატების დიდი წილი სწორედ თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს  ამოქმედდა და მასში 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, განკურნების მაჩვენებელია 98.5%.

ივლ. 28, 2025 - 22:57
 0
ჰეპატიტის მსოფლიო დღე

28  ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით მედიცინის წარმომადგენლებმა  C ჰეპატიტის ელიმინაციის  და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.   სპეციალისტებმა ინფორმაცია გაცვალეს ჰეპატიტის გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენასა და  ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებაზე.

სამუშაო შეხვედრა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შედგა. როგორც აღინიშნა ელიმინაციის პროგრამის წარმატების დიდი წილი სწორედ თენგიზ ცერცვაძის სახელს უკავშირდება. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს  ამოქმედდა და მასში 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, განკურნების მაჩვენებელია 98.5%.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow