“როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე
სააგენტო "პარალელი" “როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია, პარლამენტში გამოცხადდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხოს. კახა კალაძემ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. „როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება, […] “როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია, პარლამენტში გამოცხადდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხოს.
კახა კალაძემ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს საზოგადოების წინაშე უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
„როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება, რადგან კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში, კანონში კონკრეტულად არის გაწერილი თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ასეთ დროს.
პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს უფლება, დაგიბაროს და კითხვები დაგისვას. პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის მფარველი და ფარი. პირიქით, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია ხალხის, საზოგადოების წინაშე.
როდესაც დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე იცი, რომ კანონით დასჯადია, მაშინ უნდა იყო შეგუებული იმაზეც, რომ სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ყველაფერზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს
“როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება” – კახა კალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






