როდის შედგება მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულის მაისურით

ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი უკვე ჩაფრინდა ინგლისში და "ლივერპულს" ოფიციალურად შეუერთდა. 23 წლის კარის დარაჯმა...

ივლ. 13, 2025 - 15:27
 0
როდის შედგება მამარდაშვილის დებიუტი ლივერპულის მაისურით
ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი უკვე ჩაფრინდა ინგლისში და "ლივერპულს" ოფიციალურად შეუერთდა. 23 წლის კარის დარაჯმა ახალი თავი დაიწყო კარიერაში და მერსისაიდულ გრანდთან ერთად სეზონისთვის მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.

„ლივერპულის“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას 13 ივლისს პრესტონის წინააღმდეგ ჩაატარებს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ მატჩში მოხდება მამარდაშვილის დებიუტი ინგლისური კლუბის მაისურით. როგორც მოსალოდნელია, ქართველს ამხანაგურ მატჩებში სათამაშო დრო მიეცემა, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ოთხი წლის წინ მსგავსი გზა ვალენსიაშიც გაიარა — მან სათადარიგოთა გუნდიდან დაიწყო და მალე პირველი გუნდის შეუცვლელი მეკარე გახდა. ახლა მას კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობის შანსი აქვს და ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ გიორგი ახალ გამოწვევას ღირსეულად გაართმევს თავს.


ზემოთხსენებული შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow