საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერით ბელგიური სტანდარდია დაინტერესებული, რომელსაც, როგორც წერენ, რუმინული უნივერსიტატეა იოლად არ შეელევა.
მირჩა რედნიკმა უკვე დაიწყო ბელგიურ გუნდში ტრანსფერების განხორციელება. მას ახალ გუნდში კრაიოვის უნივერსიტატეას ქართველი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილის მოყვანაც სურს. მექვაბიშვილის მიმართ ბელგიური გუნდის მწვრთნელის ინტერესის შესახებ კომენტარი კრაიოველების საპატიო პრეზიდენტმა, სორინ ცირტუმ გააკეთა.
ეს დამოკიდებულია იმაზე, სტანდარდიდან რა შეთავაზება იქნება. ქართველის სანაცვლოდ ცოტა ფული გვაქვს გადახდილი და ასე ადვილად ვერ დავთმობთ. გადაწყვეტილება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მირელ რადოიმ უნდა მიიღოს, ამბობს ცირტუ.
გასულ სეზონში ანზორი კრაიოვას უნივერსიტატეას ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 34 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მონაცემებით, ანზორის ფასი 1.5 მილიონი ევროა. 2024 წლის იანვარში კრაიოვას უნივერსიტეამ თბილისის დინამოს მექვაბიშვილის ტრანსფერისთვის 750 000 ევრო გადაუხადა.
- დაწერა რუმინულმა გამოცემა Digi Sport-მა.