მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რიგით მეორე შეხვედრა შესანიშნავი გამოდგა ლიონელ მესის ინტერ მაიამისთვის, რომელმაც პორტუს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო და ჯგუფიდან გასვლის შანსები საგრძნობლად გაიზარდა.
აი, რა კომენტარი გააკეთა არგენტინელმა ლეგენდამ მას შემდეგ, რაც პორტუს ულამაზესი საჯარიმო გოლი გაუტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა:
გამარჯვებაში მთელმა გუნდმა უდიდესი ძალისხმევა ჩადო. გარდა იმისა, რომ თავს კარგად ვიცავდით, ასევე ბურთსაც შესანიშნავად ვფლობდით.
პირველი მატჩის შემდეგ სტადიონი მწარე გემოთი დავტოვეთ, ახლანდელი გამარჯვება კი ძალიან მნიშვნელოვანია და ამით სიამოვნება უნდა მივიღოთ.
- თქვა მესიმ.