რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს, ის ამას „ოცნებას“ უკავშირებს

რუმინელი კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს. მას 29-30 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი შოუები თბილისში, „ტერმინალში“. სტენდ-აპ კომიკოსი, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური და სოციალური თემების კომენტატორობით, მათ შორის ანტირუსული განწყობებით, საქართველოში მის არშემოშვებას „ქართული ოცნების“ მთავრობას უკავშირებს. „საქართველოში შესვლის უფლება არ მომეცა. როგორც ჩანს, ჩემი სულელური ხუმრობები მეტისმეტია საქართველოს მთავრობისთვის“, — აცხადებს პატრაშკანი. ის ბოდიშს უხდის 500-ზე […]

აპრ. 29, 2025 - 17:57
 0
რუმინელი კომიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს, ის ამას „ოცნებას“ უკავშირებს

რუმინელი კომიკოსი ვიქტორ პატრაშკანი საქართველოში არ შემოუშვეს.
მას 29-30 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი შოუები თბილისში, „ტერმინალში“.
სტენდ-აპ კომიკოსი, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური და სოციალური თემების კომენტატორობით, მათ შორის ანტირუსული განწყობებით, საქართველოში მის არშემოშვებას „ქართული ოცნების“ მთავრობას უკავშირებს.
„საქართველოში შესვლის უფლება არ მომეცა. როგორც ჩანს, ჩემი სულელური ხუმრობები მეტისმეტია საქართველოს მთავრობისთვის“, — აცხადებს პატრაშკანი.
ის ბოდიშს უხდის 500-ზე მეტ ადამიანს, ვინც შოუზე დასასწრები ბილეთები შეიძინა და ამბობს, რომ ყველა მყიდველს თანხა დაუბრუნდება.
„ვიმედოვნებ, მალე მოიპოვებთ თავისუფლებას, რომელიც გეკუთვნით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ამაზე ვიცინებთ“, — ამბობს პატრაშკანი.
ის ქვეყანაში არ შემოუშვეს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის განუსაზღვრელი საფუძვლით, როგორიცაა „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow