რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სტამბოლში გამართული შეხვედრა, შეთანხმების გარეშე დასრულდა. მხარეებს შორის პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესმა 2 საათზე ნაკლები გასტანა. უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, პროგრესის ნიშნები ამ დრომდე არ შეინიშნება. წყაროს განცხადებით, რუსეთის დელეგაციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი არ ჰქონდა. Sky News-ის ინფორმაციით, რომელსაც წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსულმა მხარემ უკრაინული ჯარების მიერ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დატოვება მოითხოვა, რაზეც უკრაინის მხრიდან უარი მიიღეს. რუსულ დელეგაციას კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, ხოლო უკრაინულ მხარეს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების დარეგულირების ამჟამინდელი ეტაპი კრიტიკულია.

მაი. 16, 2025 - 19:57
 0
რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის სტამბოლში გამართული შეხვედრა, შეთანხმების გარეშე დასრულდა. მხარეებს შორის პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესმა 2 საათზე ნაკლები გასტანა.
უცხოური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, პროგრესის ნიშნები ამ დრომდე არ შეინიშნება. წყაროს განცხადებით, რუსეთის დელეგაციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი არ ჰქონდა.
Sky News-ის ინფორმაციით, რომელსაც წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რუსულმა მხარემ უკრაინული ჯარების მიერ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დატოვება მოითხოვა, რაზეც უკრაინის მხრიდან უარი მიიღეს.
რუსულ დელეგაციას კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი, ხოლო უკრაინულ მხარეს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა და აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების დარეგულირების ამჟამინდელი ეტაპი კრიტიკულია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow