რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს: შეთანხმების მცდელობა ყოფილი შუამავლის გარეშე – რაზე შეთანხმებიან აბუ-დაბიში ფაშინიანი და ალიევი?

აბუ-და­ბი­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შეხ­ვედ­რის მი­ზანს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა წარ­მო­ად­გენს. ცნო­ბის­თვის, ეს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რე­ბის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რაა მას შემ­დეგ, რაც მხა­რე­ე­ბი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტზე შე­თან­ხმდნენ. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აბუ-და­ბი­ში […]

ივლ. 10, 2025 - 12:57
 0
რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას კარგავს: შეთანხმების მცდელობა ყოფილი შუამავლის გარეშე – რაზე შეთანხმებიან აბუ-დაბიში ფაშინიანი და ალიევი?

აბუ-და­ბი­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ილ­ჰამ ალი­ე­ვი­სა და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის შეხ­ვედ­რის მი­ზანს სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა წარ­მო­ად­გენს.
ცნო­ბის­თვის, ეს სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რე­ბის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რაა მას შემ­დეგ, რაც მხა­რე­ე­ბი სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტზე შე­თან­ხმდნენ.
სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი აბუ-და­ბი­ში გუ­შინ, 9 ივ­ლისს ჩა­ვი­და და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენტს, მო­ჰა­მედ ბინ ზაიდ ალ ნა­ჰი­ანს შეხ­ვდა.
ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ აბუ-და­ბი­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი ქვეყ­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ახა­ლი მცდე­ლო­ბა – და ეს რუ­სე­თის შუ­ა­მავ­ლო­ბის გა­რე­შე.
BBC-ი არ­კვევ­და, რაზე ისა­უბ­რე­ბენ ორი ლი­დე­რი და რამ­დე­ნად შორ­საა მშვი­დო­ბა მათ შო­რის.
“ზან­გე­ზუ­რის დე­რე­ფა­ნი” თუ “მშვი­დო­ბის გზაჯ­ვა­რე­დი­ნი”
ის­ტო­რი­კოს ჟი­რა­ირ ლი­პა­რი­ტი­ა­ნის აზ­რით, აბუ-და­ბი­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გახ­სნა, სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცია და სხვა გა­და­უჭ­რე­ლი სა­კი­თხე­ბი.
“ვფიქ­რობ, დღის წეს­რიგ­ში ყვე­ლა სა­კი­თხი იქ­ნე­ბა, ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი დის­კუ­სია იქ­ნე­ბა, რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ერთ სა­კი­თხზე კონ­ცენ­ტრა­ცია“, – გა­ნუ­ცხა­და ლი­პა­რი­ტი­ან­მა BBC-ს.
სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ოც­და­ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­რა­ბა­ღის გამო მტრობ­დნენ, მაგ­რამ ახლა ისი­ნი ამა­საც კი არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ. 2020-2023 წლებ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა აღად­გი­ნა კონ­ტრო­ლი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყა­რა­ბა­ღე­ლი სომ­ხე­ბი სომ­ხეთ­ში გა­იქ­ცნენ, ხოლო ერე­ვან­მა უარი თქვა რე­გი­ონ­ზე პრე­ტენ­ზი­ებ­ზე. მაგ­რამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბი რჩე­ბა.
ერთ-ერთი მათ­გა­ნია გზის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას ნა­ხი­ჩე­ვან­თან უნდა აკავ­ში­რებ­დეს. სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის, ტიგ­რან გრი­გო­რი­ა­ნის აზ­რით, სწო­რედ ეს თემა იქ­ნე­ბა აბუ-და­ბი­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი სა­გა­ნი.
ბაქო ითხოვს „ზან­გე­ზუ­რის დე­რეფ­ნის“ მი­წო­დე­ბას – უწყვეტ კავ­შირს სომ­ხე­თის გავ­ლით. რუ­სე­თი ამ პრო­ცეს­ში თავს შუ­ა­მავ­ლად მი­იჩ­ნევ­და, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გახ­სნით ისარ­გებ­ლებ­და და მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რი ალექ­სეი ოვერ­ჩუ­კი. მოს­კოვს სურ­და, რომ სომ­ხე­თის გავ­ლით გზა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურს ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა.
ერე­ვან­ში ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ასე­თი სცე­ნა­რი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს – და რომ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვა­ლი ტვირ­თე­ბი უნდა შე­მოწ­მდეს. ფა­ში­ნი­ანს ასე­ვე არ სურ­და ФСБ-ს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტში.
ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ის სთა­ვა­ზობ­და პრო­ექტს „მშვი­დო­ბის გზაჯ­ვა­რე­დი­ნი“ – სა­ზღვრე­ბის გახ­სნას აზერ­ბა­ი­ჯან­თან და თურ­ქეთ­თან, რაც შექ­მნის უმოკ­ლეს მარ­შრუტს მარ­მა­რი­ლო­სა და კას­პი­ის ზღვებს შო­რის და შავ ზღვა­სა და სპარ­სე­თის ყუ­რეს შო­რის.
ბა­ქოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კრემლთან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და ახლა იქაც არ სურთ რუ­სე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გახ­სნა­ში.

ambebi. Ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow