რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს – სიბიგა

რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს. როგროც სიბიგა წერს, რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპარტირებული უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, ძირითადად, ყოფილი მსჯავრდებულები ივნისიდან მოყოლებული გაზარდა. მისი თქმით, უკრაინელი კონსულები მათთვის შესაბამისი საბუთების მისაწოდებლად და მოლდოვის გავლით უკრაინაში გადასაყვანად მუშაობენ. ჩვენ რუსეთს მათ პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაყვანას ვთავაზობთ. […] The post რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს – სიბიგა appeared first on .

ივლ. 19, 2025 - 17:57
 0
რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს – სიბიგა

რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.

როგროც სიბიგა წერს, რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპარტირებული უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, ძირითადად, ყოფილი მსჯავრდებულები ივნისიდან მოყოლებული გაზარდა.

მისი თქმით, უკრაინელი კონსულები მათთვის შესაბამისი საბუთების მისაწოდებლად და მოლდოვის გავლით უკრაინაში გადასაყვანად მუშაობენ.

ჩვენ რუსეთს მათ პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გადაყვანას ვთავაზობთ. ივნისიდან რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების, ძირითადად ყოფილი პატიმრების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნია, სატრანზიტო ზონაში ჩარჩა.

აღნიშული მარშრუტით უკვე 43 მოქალაქეა ევაკუირებული, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი. თუმცა, საზღვარზე მძიმე პირობებში კიდევ ბევრი ადამიანი რჩება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან, რათა დანარჩენი ჩვენი ხალხი უკრაინაში გადავიყვანოთ. თუმცა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებული ადამიანების რაოდენობას კიდევ უფრო არ გაზრდის”, – წერს ანდრეი სიბიგა.

The post რუსეთი უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას იარაღად იყენებს – სიბიგა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow