რუსეთის აეროპორტებში 400-მდე ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე, 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, – ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციის“ განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს. გარდა ამისა, ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებმა […]

ივლ. 7, 2025 - 11:27
 0
რუსეთის აეროპორტებში 400-მდე ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო

რუსეთის აეროპორტებში კვირას, სულ მცირე, 393 ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო, – ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ს ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და „როსავიაციის“ განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
შეზღუდვები შეეხო მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტს, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტს და ნიჟნი-ნოვგოროდის ჩკალოვის აეროპორტს. გარდა ამისა, ივანოვოს, კალუგის, ფსკოვის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებმა რეისების მომსახურება დროებით შეწყვიტეს.
„როსავიაციის“ ცნობით, შერემეტიევოში 171 ავიარეისით გაუქმდა, 56 კი -ორ საათზე მეტი ხნით გადაიდო. პულკოვოში 90 რეისი გაუქმდა, ხოლო 37 გადაიდო. ჩკალოვის აეროპორტში 26 ავიარეისი გაუქმდა და 13 გადაიდო. შეზღუდვები ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ნიჟნი-ნოვგოროდის აეროპორტში.
ამასთან, ერთი დღით ადრე, 5 ივლისს, შერემეტიევოში, პულკოვოსა და ჩკალოვში 250-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა და 270-ზე მეტი გადაიდო. გამოცემა „კომერსანტი“ ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში საჰაერო მიმოსვლის ორდღიანმა კოლაფსმა ავიაკომპანიებს, შესაძლოა, დაახლოებით 20 მილიარდი რუბლი დაუჯდეთ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow