რუსეთის ბელგოროდის ოლქზე 40-ზე მეტი დრონით განხორციელდა იერიში
რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, მან ხელის მტევანი დაკარგა - იუწყება ტელეგრამის არხი "პეპელი", რომელიც სასაზღვრო რეგიონში არსებულ ვითარებას ადევნებს თვალს. ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს ცნობას, რომ დაჭრილია 18 წლის ადგილობრივი. დრონის ჩამოვარდნის გამო ცეცხლი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის ფასადს - წერს "პეპელი". რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გადაიტაცეს უკრაინის 46 დრონი, მათგან 41 ჩამოაგდეს...

What's Your Reaction?






