რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელი უიტკოფი მოსკოვშია
დღეს, 25 აპრილს დილით მოსკოვში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, თვითმფრინავი, რომელიც აშშ-დან, კერძოდ, ფლორიდიდან სპეცრეისს ასრულებდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში ლატვიის მხრიდან შევიდა და მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა. ამერიკული გამოცემა Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ამ კვირაში წერდა, რომ 25 აპრილს მოსკოვში...

What's Your Reaction?






