რუსეთმა უკრაინას 363 დრონით და 8 რაკეტით შეუტია

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 363 დრონით, Х-47 М2 „კინჟალის“ ტიპის ორი აერობალისტური რაკეტით და „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეიტრალებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი – 8 ლოკაციაზე“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის […]

ივნ. 27, 2025 - 13:27
 0
რუსეთმა უკრაინას 363 დრონით და 8 რაკეტით შეუტია

რუსებმა ს Shahed-ისა და სხვა ტიპის 363 დრონით, Х-47 М2 „კინჟალის“ ტიპის ორი აერობალისტური რაკეტით და „კალიბრის“ ტიპის 6 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 365 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა 3 ლოკაციაზე, განეიტრალებული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა კი – 8 ლოკაციაზე“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მთავარი მიმართულება ხმელნიცკის ოლქის ქალაქი სტაროკონსტანტინოვი იყო.
დრონები რუსებმა ქალაქებიდან: კურსკიდან, შატალოვოდან, ორიოლიდან, ბრიანსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს, „კინჟალები“ ს ფედერაციის რიაზანის ოლქიდან და „კალიბრის“ რაკეტები – კასპიის ზღვის აკვატორიიდან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow